კუნძულ კრეტაზე ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარი კუნძულის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა. ხანძარის ლიკვიდაციის სამუშაოებში რამდენიმე ათეული მეხანძრე და 20-მდე ტექნიკა, მათ შორის სამი სპეციალური თვითმფრინავია ჩართული.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

 

 

მსგავსი თემები