სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ გამოძიება დაიწყო

„აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ გამოძიება დაიწყო“– ამის შესახებ, სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, გარი პიტერსმა განაცხადა.

პიტერსმა აღნიშნა, რომ კომიტეტი იწყებს ორპარტიულ გამოძიებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ. მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება და მოსმენები მიმდინარე თვეში დაიწყება.

„ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ორპარტიული გამოძიება შიდა უსაფრთხოების კომიტეტის მხრიდან, რათა გადავხედოთ მომხდარ მოვლენებს და დავადგინოთ, იყო თუ არა უსაფრთხოების დარღვევები. ვეცდებით, პროცესები დავაჩქაროთ. ახლა ჩვენ ვითხოვთ დეტალურ ბრიფინგს კომიტეტის წევრებისთვის. ჩვენ ასევე გვექნება მოსმენა და ვეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ“– განაცხადა პიტერსმა.

მსგავსი თემები