„კლანის“ ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან“ – კახა წიქარიშვილი

„სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის. მოსახლეობამაც იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთი გაბატონებული ჯგუფი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, ამ ჯგუფის ხელში თითქმის ყველა ბერკეტია თავმოყრილი“ –  აღნიშნა კახა წიქარიშვილმა მედიაცენტრ მთავარში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დაინიშნა.

როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, მთავარია, მოსამართლეებმა აღიარონ ის ყველაფერი, რაც მათ კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით იციან.

„არიან მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შესაძლოა, ფარულად ან აშკარად უპირისპირდება ამ ჯგუფს, ნაწილი კი თანამშრომლობს ამ ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთანაც სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობა შეიძლება. გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია, მოსამართლეების თავიდან შერჩევა, მაგრამ ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება.

ვფიქრობ, რომ ასევე, არსებობს სხვა გამოსავალი, თუ სასამართლო სისტემა, მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებს არსებულ პრობლემებს, შეიძლება მოქმედი სასამართლოსგან შედგეს ნამდვილად დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ვფიქრობ, მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ყველა ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან. არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი სასამართლო სისტემა „კლანის“ ცალსახა მორჩილი იყოს“,- განაცხადა წიქარიშვილმამედიაცენტრ მთავარში“.

მისი შეფასებით, თუ მოსამართლეები ყველაფერს აღიარებენ, სასამართლოს გაჯანსაღება შესაძლებელია.

„პირველ რიგში, მოსამართლეებმა უნდა აღიარონ, რომ სასამართლოში იყო და არის „კლანი“, რომელიც ასრულებდა წინა ხელისუფლების დავალებებს და ახლა ასრულებს მოქმედი ხელისუფლების დავალებებს. მეორე – თუ იქნება კეთილი ნება, „კლანის წევრები“, რომელშიც იგულისხმება წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ყოფილი პროკურორების ჯგუფი და რომელიც 2007 წლიდან მართავს სისტემას, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან“ , – განაცხადა კახა წიქარიშვილმამედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები