,,მკვდარი უნდა ვიყო მაგრამ იღბლისა თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ” – ტრამპი

,,მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იღბლისა თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ”, – დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარები მედიასთან საკუთარ კერძო თვითმფრინავში გააკეთა.

მისი თქმით, მსროლელის ტყვიას ვერ გადაურჩებოდა, არალეგალი მიგრანტების შესახებ პოსტერის წასაკითხად რომ არ შებრუნებულიყო. ტრამპმა თავაზიანი უწოდა ბაიდენთან სატელეფონო საუბარს.

მისი ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი, იუსტიციის სამინისტროს მის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის შეწყვეტას მოსთხოვს. რომელ საქმეებზეა საუბარი, მედიასთან ტრამპს არ დაუკონკრეტებია.

 

მსგავსი თემები