ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. მანამდე ის ევროკავშირში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.

კალასმა, ესტონეთის პირველმა პრემიერმინისტრმა ქალმა, ოფიციალურად გადადგომის შესახებ პრეზიდენტ ალარ კარისს ორშაბათს აცნობა.

ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის დარჩება მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება.

კალასის პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს. ახალ პრემიერად კლიმატის მინისტრი კრისტენ მიხალი განიხილება. რეფორმის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს მინისტრთა კაბინეტის კონფიგურაციის საკითხე მის კოალიციურ პარტნიორებთან ,,ლიბერალური ესტონეთი 200-სთან” და სოციალ-დემოკრატებთან.

მსგავსი თემები