ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. დააკავეს.

ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები