„ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობა ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული“- კრემლი

დონალდ ტრამპზე თავდასხმას კრემლში ამჟამინდელ ხელისუფლებას უკავშირებენ. პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  არ ფიქრობენ,  რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი, თუმცა აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ატმოსფერო, რამაც თავდასხმა გამოიწვია.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ ტრამპის ლიკვიდაციისა და მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ტრამპის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია ის, რის წინაშეც დღეს ამერიკა დგას“- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვის თქმით, პუტინს ტრამპთან დარეკვა გეგმაში არ აქვს.

მსგავსი თემები