“შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება”- კახა კალაძე ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება

„გამაოგნებელია საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება-სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას“- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

“გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება. თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი. სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას! ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას“- წერს კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები