ღაზაში ისრაელის მიერ თავდასხმას 71 ადამიანი ემსხვერპლა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. თავდასხმა ქალაქ ხან იუნისზე მოხდა, სადაც დევნილთა კარვებია გაშლილი.

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ,რომ მათი სამიზნე იყო„ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფა სალამე.

​ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა შორის დეიფი და სალამე.

 

მსგავსი თემები