“მკაფიოდ ვიტყვი, რომ აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე ერთ პარტიას მეორეს საპირწონედ” – ეზრა ზეია

“გვჭირდება დავინახოთ კონკურენტუნარიანი თავისუფალი პროცესი. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და მხარს ვუჭერ მათ უფლებას, გააკეთონ არჩევანი,” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიამ.

როგორც მან აღნიშნა, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ქართველ ხალხს აზიანებს.

“მე აქ ვიმყოფები ძალიან მნიშვნელოვან დროს, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და 30 წლიანი პარტნიორობის რთულ დროს. ახლახან დავასრულე შეხვედრები. მე გავაჟღერე 3 ძირითადი გზავნილი. ჩვენ, აშშ, ვართ უაღრესად შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც აზიანებს ჩვენს პარტნიორობას, ადამიანის უფლებებს და ევროატლანტიკურ გზას. ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და მათ შორის, ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ სხვადასხვა სფეროს საკეთილდღეოდ.

სწორედ ამიტომ შეაჩერა ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა. ანალოგიურად საგანგაშო არის ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პარტიების. მეტსაც გეტყვით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის, აშშ-ის მიმართ, მხოლოდ მტრის ინტერესს ემსახურება”- განაცხადა ეზრა ზეიამ.

მისივე განცხადებით, აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. აშშ 32 წლის განმავლობაში არის საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერად. ეს გულისხმობს ყველა ქართველის თავისუფალი სამართლიანი და კონკურენტულ არჩევნებს, კანონის უზენაესობას, სიტყვის თავისუფლებას. მკაფიოდ ვიტყვი, რომ აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე ერთ პარტიას მეორეს საპირწონედ. გვჭირდება დავინახოთ კონკურენტუნარიანი, თავისუფალი პროცესი. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და მხარს ვუჭერ მათ უფლებას, გააკეთონ არჩევანი. ძლიერი და შეუფერხებელი ადგილობრივი საარჩევნო დაკვირვება უმნიშვნელოვანესია ამ არჩევნებზე. საქართველოს ამის ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ და მათ ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ დემოკრატიულ პროცესს,” – აღნიშნა ეზრა ზეიამ.

მსგავსი თემები