“მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან” – უზრა ზეია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უზრა ზეია აღნიშნავს, აშშ-ის მხარდაჭერა არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

„მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მათ შორის, არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვებისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისთვის არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

მსგავსი თემები