უნგრეთის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში რამდენიმე სახელმწიფო მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას შვედეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს.

როგორც „როიტერი“ შვედეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს,  ქვეყნების დემარში ვიქტორ ორბანის ნაბიჯს უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება გამართა, რასაც ევროპელი ლიდერთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

„უნგრეთის ქმედებები ევროკავშირს ზიანს აყენებს და ამას ბუდაპეშტისთვის შედეგები უნდა მოჰყვეს. ამიტომ შვედეთი არ მონაწილეობს არაფორმალურ სხდომბეში, რომლებიც დაგეგმილია ივლისში“, – განაცხადა შვედეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა.

როგორც მან აღნიშნა, შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ამ სხდომებზე სახელწმიფო მოხელეებით და არა მინსტების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

როსვალის განცხადებით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანა განიხილავს.

ინფორმაციისთვის, უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა როტაციის პრინციპით პირველი ივლისს გახდა და ამ სტატუსით 31 დეკემბრამდე ისარგებლებს.

 

მსგავსი თემები