,,საინტერესოა, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი?” – ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გარკვეულ კითხვებს სვამს, თუმცა დამატებითი შეფასებებისგან თავს იკავებს.

„საინტერესოა, რა არის არგუმენტი, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი, რომელიც შეიძლება იყოს გამოძახებული და მობილიზაციაში ჩართული, ხოლო „ენჯეოს“ წარმომადგენელი არა. როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის გამოძახება ხდება. მე არც მსურს შევიდე დამატებით შეფასებაში ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში“, – აცხადებს ოხანაშვილი.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 133 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და შპს, რომლებიც უცხოური დაფინანსებით საქმიანობენ, მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ.

მსგავსი თემები