პუტინთან და სი ძინპინთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ორბანი ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა ფლორიდაში, მის რეზიდენციაში.

,,სამშვიდობო მისია 5.0 დიდი პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობა მარ-ა-ლაგოში. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის აპირებს მის მოგვარებას!”, – დაწერა ორბანმა X-ზე.

ტრამპი შეხვედრას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს რაც შეიძლება მალე.

,,ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!”, – დაწერა ტრამპმა.

 

მსგავსი თემები