„საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს პარტნიორებთან ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“- დარჩიაშვილი

“მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ” – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, თანმიმდევრულად მუშაობს ამ მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტის მთავარ თემას უკრაინის საკითხი წარმოადგენს. მისივე განმარტებით საიუბილეო, 75-ე სამიტი კარგი პლატფორმაა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისა და გამოწვევების განხილვისათვის.

“როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა და პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მეორე მხრივ ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებენ უკრაინას, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის სამიტის მთავარი თემა” – აღნიშნა დარჩიშვილმა.

მსგავსი თემები