“F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია ” – ბლინკენი

“F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია და უკრაინის ცაში იფრენენ უკვე ამ ზაფხულს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ფარგლებში საუბრობს.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, ეს უკრაინის ინფრასტრუქტურის და ხალხის დასაცავად მნიშვნელოვანია.

„თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა გავწიეთ, რათა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიგვეწოდებინა. კონკრტულად პეტრიოტები, მაგრამ ასევე სხვა სისტემებიც. ეს  მნიშვნელოვანია უკრაინის ინფრასტრუქტურის და  ხალხის დასაცავად. ეს ასევე არის საშუალება, რომ ჩვენ გავხსნათ უკრაინაში ინვესტიციების გზა, რაც ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის წინსვლისთვის. ასე რომ, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ ყოვლისმომცველი პაკეტისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ახლა დიდი სიამოვნებით ვაცხადებ, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია, ისინი მიდის ნიდერლანდებიდან, დანიიდან და უკრაინის ცაში იფრენენ უკვე ამ ზაფხულს“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები