,,ადამიანებისა და სახელმწიფოს გადარჩენა ტერიტორიების დაბრუნებაზე მნიშვნელოვანია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში რეიგანის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის უპირველეს ამოცანას ჯერ ადამიანებისა და სახელმწიფოს გადარჩენა წარმოადგენს.

შეხვედრის მოდერატორმა ზელენსკის ჰკითხა, ახლა წარმოადგენს თუ არა მის მიზანს უკრაინის 1991 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება, ან ხომ არ ხედავს ის გამოსავალს მოლაპარაკებებში, რომელიც ომს დაასრულებს.

„როცა თქვენ მე ტერიტორიებზე მეკითხებით, უნდა გესმოდეთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ ადამიანები უნდა გადავარჩინოთ და სახელმწიფო შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. თუმცა, მოგვიანებით დასძინა, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს.

„ჩვენ გვჭირდება, რომ პუტინმა წააგოს, ჩვენ არ გვსურს, რომ ის ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ეს გაყინულ კონფლიქტს გულისხმობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები