რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში მოკავშირეები გააფრთხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე გაფრენამდე მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ალიანსი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ოფიციალური ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ამ პრინციპის ერთგულია.

მსგავსი თემები