,,სახელის ცვლილებით, მათი შანსები არ შეიცვლება, ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში?” – ბექა დავითულიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებას გამოეხმაურა.

„ალბათ ფიქრობენ, რომ ცოტა მაინც ჩამოირეცხავენ იმ მძიმე მემკვიდრეობას, რაც აქვთ თუმცა ეს არაფერს შეცვლის. ბექა მქვია და ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში? – არაფერი“, – განაცხადა დავითულიანმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. პარტიის ყრილობაზე, ასევე წარადგინეს ახალი სახეები. ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.

მსგავსი თემები