რა იყო პარაშუტის ჩამოვარდნის მიზეზი, რასაც 37 წლის ქალი ემსხვერპლა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნას 37 წლის ქალი ემსხვერპლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა 39 წლის მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო პარაშუტი ქარმა დააზიანა. გაწყდა კატერზე მისაბმელი და საფრენი მოწყობილობა სიმაღლიდან წყალში ჩავარდა.

იახტ კლუბში, საიდანაც კატერმა საზღვაო პარაშუტით, ზღვაში ტურისტები გაიყვანა, აცხადებენ რომ საფრენი მოწყობილობა ტექნიკურად გამართული იყო და ტრაგედიას ამინდს უკავშირებენ.

იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, სამართალდამცავები არკვევენ. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია.

გარდაცვლილი ქუეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ისვენებდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

მსგავსი თემები