„კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა გერმანიას პატრიოტი სისტემისთვის და აშშ-ს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ მიზნად დავისახეთ, გავაორმაგოთ ჩვენი საჰაერო სიძლიერე და დღეს არის ამის დასაწყისი. მადლობას ვუხდი გერმანიას “პატრიოტი სისტემის” მოწოდებისთვის, რომელიც უკვე უკრაინაშია. ასევე დიდი მადლობა შეერთებულ შტატებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ინფორმსციისთვის,  გერმანიამ, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია, პარასკევს გამოაცხადა, რომ უკრაინას “პატრიოტ სისტემას” გაუგზავნიდა.

მსგავსი თემები