„მრავალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით“- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად. ორბანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა იმ დროს, როდესაც ევროპას მშვიდობა სჭირდება.

„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი“ – შოლცი

მსგავსი თემები