მექსიკაში ქარიშხალ „ბერილის“ გამო განგაშის წითელი დონე ამოქმედდა

ქარიშხალ „ბერილის“ გამო მექსიკაში განგაშის წითელი დონე ამოქმედდა. სინოპტიკოსების ცნობით, მექსიკისკენ მიმავალი სტიქია კიდევ უფრო გაძლიერდა და სანაპირო ზოლში შესაძლოა, მასშტაბური ნგრევა გამოიწვიოს.

მექსიკის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. იუკატანის ნახევარკუნძულზე მოსახლეობის დასახმარებლად 8 ათასზე მეტი სამხედროა განთავსებული.

ქარიშხალმა „ბერილმა“ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს გასულ დღეებში გადაუარა და რამდენიმე კუნძულოვან სახელმწიფოში, მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

მსგავსი თემები