,,ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, ვიზიარებ მისი ოჯახის, სრულიად საქართველოს გულისტკივილს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, ლიანა ისაკაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

„გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე. ქალბატონი ლიანა იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე.

ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

მსგავსი თემები