,,უნგრეთი, როგორც ჩანს, მალე გახდება ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველასთან შეუძლია საუბარი” – ორბანი პუტინს ხვდება

კრემლში უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ხვდება. პუტინმა აღნიშნა, რომ ორბანი მოსკოვში ჩასულია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემაა უკრაინა.

„რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენთან ერთად განვიხილო ნიუანსები ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ გამაცნობთ თქვენს პოზიციას, ევროპელი პარტნიორების პოზიციას”, – თქვა პუტინმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მზადაა ორბანს მოსკოვის წინადადებების დეტალები წარუდგინოს. ორბანმა მადლობა გადაუხადა პუტინს მიღებისთვის.

,,მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა თქვენთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად, მინდა ვიცოდე თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი, სწრაფად მცირდება, მალე უნგრეთი, როგორც ჩანს, გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც შეუძლია ყველასთან საუბარი”, – თქვა ორბანმა.

მსგავსი თემები