,,პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ექიმი პარაშუტიდან ჩამოვარდნილი ტურისტის მდგომარეობაზე

,,პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი პარაშუტიდან ჩამოვარდნილი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახბ საუბრობს.

,,ჩვენთან შემოვიდა არაბეთის მოქალაქე. მე როგორც გადმომცეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა, სავარაუდოდ, ჩამოვარდა საჰაერო ბურთიდან. ჩვენთან შემოყვანილი იქნა, მდგომარეობა იყო სტაბილური, პერიოდულად დეზორიენტირებული, პერიოდულად ადეკვატური, თუმცა, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა ნორმალურია. დინამიკაში, ჩვენთან შემოსვლისთანავე დაიწყო კვლევები, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური კვლევები, კომპიუტერული კვლევებიც, ეხოსკოპიური და ულტრაბგერითი კვლევებიც. ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია”, – ამბობს ექიმი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები