გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, 45 წლის ქართველი სუპერმარკეტში შეიჭრა, შესასვლელი კარი შეამტვრია და სალაროდან რამდენიმე სიგარეტისა და თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და პოლიციამ ის ადგილზევე აიყვანა.

სამართალდამცავების თქმით, ქართველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას თან ჰქონდა ნაძარცვი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათას ევროს შეადგენდა.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები