ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოიპოვა თემთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილი, უფრო ზუსტად, ეგზიტპოლის მონაცემებით 410 მანდატი და დაასრულა კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობა.

პარტიის ლიდერმა, კეირ სტარმერმა სიტყვით მიმართა გახარებულ მხარდამჭერებს და თქვა, რომ ,,ცვლილება ახლა იწყება”.

,,ჩვენ ეს შევძელით, თქვენ ამისთვის ჩაატარეთ კამპანია, თქვენ იბრძოლეთ ამისთვის, თქვენ მიეცით ხმა და ახლა ის მოვიდა. ცვლილება ახლა იწყება” – თქვა მან.

ყოფილმა პრემიერმა, რიში სუნაკმა აღიარა არჩევნებში მარცხი და თქვა, რომ დაურეკა სტარმერს რათა მიელოცა გამარჯვება.

,,დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ბრიტანელმა ხალხმა გამოიტანა გამოსაფხიზლებელი განაჩენი. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი და მე ვიღებ პასუხისმგებლობას დანაკარგზე”, – თქვა სუნაკმა.

მსგავსი თემები