პარაშუტის ჩამოვარდნა ბათუმში – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები