„დიდი მადლობა პატრიარქს, მისი ლოცვა-კურთხევა სულ თან დაგვყვება“- ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, კომენტარები გააკეთეს ნაკრების წევრებმა. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ოთარ კიტეიშვილი ამბობს, პატრიარქთან შეხვედრა დიდი მადლია და მისი ლოცვა ფეხბურთელებს სულ თან დაჰყვება.

“ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია არამარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ძალიან ემოციური დღეებია. დღეს პატრიარქს შევხვდით და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მადლის მომცემი იყო. დიდი მადლობა პატრიარქს მასპინძლობისთვის, მისი ლოცვა-კურთხევა სულ თან დაგვყვება. ყოველთვის იგრძნობა მისი მხარდაჭერა და ლოცვა-კურთხევა ეროვნული ნაკრებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ. ეს დღეები არის განსაკუთრებული – ევროპის ჩემპიონატიდან ჩამოსვლის შემდეგ, აეროპორტიდან დაწყებული, ის ემოცია და მუხტი, რომელიც ჩვენს მიმართ ხალხს აქვს, დაუვიწყარია” – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

 

“არასდროს შევხვედრივარ პატრიარქს, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა“- მამარდაშვილი

მსგავსი თემები