ფეხბურთელის ჟესტის გამო, გერმანიის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს

ავსტრიის წინააღმდეგ ევრო 2024-ის მატჩის დროს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის ულტრამემარჯვენე ჟესტის გამო თურქეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელის ამ ჟესტის გამო გამოძიება დაწყებულია უეფა-ში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინს, როგორც ევრო 2024-ის მასპინძელს, სურს, სპორტს გამაერთიანებელი როლი ჰქონდეს.

 

მსგავსი თემები