„იუმორინა ხომ არ არის ეს ოხერი – ვერ ვხვდები, რა აჩემებაა რიგგარეშე არჩევნები”- ალეკო ელისაშვილი

,,ალბათ 2024 წლის სექტემბრის ბოლოსაც იტყვიან, ვადამდელი არჩევნები გვინდაო“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ვადამდელი  არჩევნების მოთხოვნა ჩვევად  ექცათ.

„იუმორინა ხომ არ არის ეს ოხერი, იუმორინაში ხომ არ მონაწილეობ და ასეთ რამეს ამბობ. ეს ძალიან არასერიოზულია. როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ახლა უკვე აპრილის ბოლოა, ამ გაზაფხულზე ვერ მოესწრება. თეორიულად რომ ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნები შემოდგომაზე თუ დაინიშნა, ერთწლიანი პარლამენტი უნდა გვყავდეს? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები სრულად პროპორციულად. წარმოგიდგენიათ, ერთწლიანი პარლამენტი რა იქნება? რას შეცვლის ერთწლიანი პარლამენტი? ეს უბრალოდ აურზაური იქნება. ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ, სულ ამას ვეუბნებით, ნუ ცანცარებთო. ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, იქნება 120/30-ზე პროპორციით, ანუ 30-მანდატიანი უპირატესობა, მაჟორიტარული აპრიორი „ქართულ ოცნებას“ ექნება. რა გარანტიაა, რომ ამ 120-ში აუცილებლად დავამარცხებთ ან მთლიანად, ჯამურად ოპოზიცია მეტს აიღებს. ვერ ვხვდები, რა აჩემება, სიცანცარე და არასერიოზულობაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

ალეკო ელისაშვილის კომენტარს პირველი არხის ავრცელებს.

მსგავსი თემები