შეუძლია თუ არა ჩინეთს ერთი ზარით მოაგვაროს უკრაინის კონფლიქტი?!

ფინეთის პრეზიდენტის  – ალექსანდრე სტუბის განცხადებთ,  რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული და  ჩინეთის ლიდერის ერთი სატელეფონო ზარი უკრაინის კრიზისს მოაგვარებს.

აღნიშნულთან დაკავშრებით დასმულ კითხვას ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ  ჩინეთი არ არის უკრაინს კრიზისის შემქმნელი.

„ჩინეთი და რუსეთი ორივე ძირითადი ქვეყანაა, რომლებიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის შემქმნელი ან მხარე. ჩვენ, როგორც ყოველთვის, დავდგებით მშვიდობისა და დიალოგის მხარეს, შევინარჩუნებთ კომუნიკაციას ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან და ვითამაშებთ კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობაში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი მაო ნინი.

მსგავსი თემები