„დახვედრა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს ქართველმა ხალხმა მოუწყო, იყო აბსოლუტურად დამსახურებული“- კობახიძე

„ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ირაკლი კობახიძის განმარტებით, გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი და ამას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა.

„ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. აქედან გამომდინარე, ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი, რასაც იმსახურებდა თითოეული ფეხბურთელი“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები