რუსი გენერალი ტეპლინსკი ფრონტზე დაიჭრა

უკრაინის მიერ რუსული არმიის სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დაიჭრა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი ,,Spy Dossier” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას 30.06.2024 დაახლოებით 05:00 საათზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსული ჯარების ჯგუფის „დნეპრის“ სამეთაურო პუნქტზე, რომელიც მდებარეობს სოფელ გენიჩესკის გარეუბანში. დარტყმა განხორციელდა ორი HIMARS MLRS რაკეტით კასეტური ქობინით.

დარტყმის შედეგად 5 რუსი ჯარისკაცი დაიუღუპა, 12-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო. წყაროს ცნობით, თავდასხმის დროს დაიჭრა ,,დნეპრის” ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი.

მსგავსი თემები