ბაბაევისთვის აღკვეთის სახით, პროკურატურა 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს

გორის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის პროცესი იწყება. პროკურატურა, რომელიც მას იარაღის უკანონო ფლობას ედავება, ბაბაევისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის გარეშე დატოვებას. საქმეს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი განიხილავს.

ანტისაოკუპაციო ,,რესტო ბარის” დამფუძნებელს პროკურატურა ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო. გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ ბაბაევის ჩხრეკა უკანონოდ ცნო, თუმცა, სააპელაციომ ეს საქმე სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ შემოატრიალა და გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ აქტივისტის მანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო.

მსგავსი თემები