რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო

ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე. მერმა, ანდერი კავჩენკომ ,,ტელერგამზე” დაწერა, რომ რუსული ფლოტი იგერიებდა თავდასხმას და მოქალაქეებს მოუწოდა ნუ იქნებოდნენ ღია სივრცეში ზღვასთან ახლოს. ადგილობროვი მოსახლეობის თქმით, ფეთქებების ხმა სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ისმოდა.

ნოვოროსიისკი არის რუსეთის მთავარი პორტი შავ ზღვაზე და ამავე დროს საზღვაო ბაზა. ყირიმში მდებარე ბაზებზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებისა და რაკეტების თავდასხმების შემდეგ იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი გადაიყვანეს.

მსგავსი თემები