,,ალბათ დამაკავებენ, ამათგან სხვა არაფერს ველოდები” – იოსებ ბაბაევს ხვალ ბრალს წარუდგენენ

ბიზნესმენს, აქტივისტს, იოსებ ბაბაევს ხვალ პროკურატურა ბრალს ოფიციალურად წარუდგენს, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ აღკვეთ ღონისძიებაზე გორის სასამართლო იმსჯელებს.

,,ალბათ დამაკავებენ, იმიტომ, რომ ამათგან სხვა არაფერს არ ველოდები, ეს არის ბოროტი სისტემა, მოძალადე სისტემა. სავარაუდოდ შურისძიების მიზნით, კიდევ აგრძელებენ რეპრესიებს და კიდევ აგრძელებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას”, – ამბობს ანტისაოკუპაციო ,,რესტო ბარის” დამფუძნებელი, იოსებ ბაბაევი.

ბაბევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. სააპელაციომ აქტივისტის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს კანონიერად ცნო.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, ,,მაკაროვი” და ,,კალაშნიკოვი” მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს.

მსგავსი თემები