თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უგულებელყო და ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უგულებელყო და ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა. მედიის ცნობით, ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს, ,,ევროსტატის” მონაცემებით, თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი მარტში, თითქმის ოთხი წლის შემდეგ განაახლა.

თურქეთმა, მარტში, ირანიდან 576 ტონა ნავთობი შეიტანა, აპრილში კიდევ 485 ტონა. 2023 წლის მონაცემებით, ზოგ თვეში იყო შემთხვევა, როცა ირანის ნავთობის ექსპორტმა, ერთ დღეში მილიონ 600 ათას ბარელზე მეტი შეადგინა. რაც 2019 წლის შემდეგ, რეკორდული მონაცემია.

მსგავსი თემები