,,ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა” – ბუდუ ზივზივაძის მამა

მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი ფეხბურთელები აეროპორტიდან მივიდნენ, იმყოფებიან ასევე ფეხბურთელების ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქომაგების მცირე ნაწილი.

ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მადლობა მთელ საქართველოს. გაოცებული ვარ გულშემატკივრების და ხალხის ჩამოსვლით ნებისმიერ თამაშზე. პირველ თამაშში ცოტა თურქებმა დაგვჩაგრეს, მაგრამ დანარჩენში ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. საქართველოდანაც მოდიოდა დადებითი აურა, ვინც არ იყო ჩამოსული”, – აღნიშნა ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ.

მსგავსი თემები