დაღესტანში შესაძლოა ნიქაბის ტარება აიკრძალოს

დაღესტნის მუფტიას ახმად აბდულაევის ცნობით, მუფტიატი ფატვას გამოცემას გეგმავს, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში ნიქაბის ტარება აიკრძალება.

,,ყველა რელიგიური პირი ერიდება ამაზე საუბარს, მაგრამ მე ვიტყვი. ჩვენ გამოვიტანთ ფატვას ნიქაბის აკრძალვის შესახებ. სიმართლე იქნება ერთი, ყურანში ნათქვამია: სიმართლე ერთია, სხვა დანარჩენი ილუზიაა”, – განაცხადა აბდულაევმა.

ნიქაბი მუსლიმი ქალის თავსაბურავია, რომელიც სახეს ფარავს. მისი ტარების უადგილობაზე დისკუსია 23 ივნისს, რესპუბლიკაში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გააქტიურდა. დაღესტნის წინამძღოლი ჰიჯაბის ტარებას უსაფრთხოების თვალსაზრისით ეწინააღმდეგება.

მსგავსი თემები