ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ცოტა ხანში, გულშემატკივრებთან შესახვედრად გაემართებიან. გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას პირველ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

„გაუმარჯოს საქართველოს! ძალიან მაგრად გვიგულშემატკივრა საქართველომ. აქაც ველოდებოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ეს ზეიმი კიდევ წინ არის. ოცნება იყო რონალდუსთან თამაში და ბევრჯერ ვთქვი, რომ ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ.

შემდეგი ოცნება არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში“, – თქვა კვარაცხელიამ.

მსგავსი თემები