ორბანმა ზელენსკის სთხოვა განიხილოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე, რაც მისი თქმით, შესაძლოა დაეხმაროს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებას.

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთს სურს ჰქონდეს ბევრად უკეთესი ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან და მისი ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციაში.

მან თქვა, რომ უნგრეთი უკრაინის განკარგულებაში იქნება ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარის ამჟამინდელ როლში, ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის.

მისივე თქმით, ის ომის დასრულებაზე უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე არაა, მაგრამ მათ განსახორციელებლად ძალიან ხანგრძლივად მიიჩნევს.

მსგავსი თემები