14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა შეეფარდა. აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული: აითაჯ შახმაროვას დედა, ბიძა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი თემები