პატარა ქომაგებმა ქოჩორას სახლში მიაკითხეს

მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ეროვნული ნაკრების წევრებთან მოზარდებს მიახლოების საშუალება არ მიეცათ, ბავშვებმა საყვარელ ფეხბურთელებს სახლში მიაკითხეს. პატარა გულშემატკივრები მივიდნენ გიორგი ქოჩორაშვილის სახლთან, აიღეს ავტოგრაფები და გადაიღეს ფოტოები. ბავშვები ბუდუ ზივზივაძის სახლთანაც დგანან და მის გამოჩენას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა. ფეხბურთელების მსვლელობა ავტობუსით 10-ის ნახევრიდან, მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყება.

მსგავსი თემები