ზელენსკი კიევში ორბანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრის დეტალები ჯერ უცნობია.

უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

მსგავსი თემები