სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. სამხრეთკორეელმა სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი, 70 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დააკავეს.

მისი მტკიცებით, შემთხვევა ავტომობილის უეცარმა აჩქარებამ გამოიწვია. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები