„სევდა და სიხარული ერთდროულად დამეუფლა… ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია“ – კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიის ნაკრებმა დაძაბულ და მძიმე ბრძოლაში სლოვენიის ეროვნული გუნდი მატჩის შემდგომ 11-მეტრიანების სერიაში 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ყურებისას გულშემატკივრებს კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებული ემოციები არ გამოჰპარვია, რაც სიხარულთან ერთად სევდის მომგვრელიც იყო.

„ლამის ერთი წელიწადია პენალტი არ გამიფუჭებია, მაგრამ როდესაც სიზუსტე და ცივსისხლიანობა ყველაზე საჭირო იყო, სწორედ მაშინ გამოვიჩინე სისუსტე, რის გამოც ყველას ბოდიშს ვუხდი. მატჩის დასრულების შემდეგ, სევდა და სიხარული ერთდროულად დამეუფლა. ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია და ამიტომ თითოეულ დეტალს უდიდეს ყურადღებას ვაქცევ“, – განაცხადა ფეხბურთელმა თამაშის დასრულების შემდეგ.

5 ივლისს, ჰამბურგის „ფოლკს პარკ შტადიონზე“, მეოთხედფინალურ შეხვედრაში პორტუგალიელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან. კონტინენტის პირველობაზე ეს გუნდები ბოლოს 2016 წლის ტურნირის ფინალში შეხვდნენ, სადაც „ლუზიტანებმა“ ედერის გოლით გაიმარჯვეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვეს.

მსგავსი თემები