„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს!“- კვარაცხელია

„ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ“- ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. მისი თქმით, ნაკრები განვითარებისთვის შრომას აგრძელებს.

„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები“- აღნიშნა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ევროპოს ჩემპიონატს დაემშვიდობა.

მსგავსი თემები