დღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

დღეიდან, პირველი ივლისიდან უქმდება არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. მისი შეცვლა, 15 მარტის შემდეგ, პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდაა შესაძლებელი იუსტიციის სახლებში.

ცნობისთვის, 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. მოქმედი პირადობის მოწმობა ასევე აუცილებელია საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.

24 ივნისის მონაცემებით, 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოცვალა ძველი ტიპის პირადობის მოწმობა.

მსგავსი თემები